უკრაინის საკანონმდელო ორგანოში, უმაღლეს რადაში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში საქართველოს Грузія-ს ნაცვლად Сакартвело-ს უნდა უწოდონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
კანონპროექტის განმარტებით ბარათში რადას დეპუტატები აღნიშნავენ, რომ Сакартвело ნამდვილი ისტორიული სახელწოდებაა, ხოლო Грузія ძლიერი საბჭოთა (რუსული) გავლენის შედეგად დამკვიდრებული ფორმაა.
„სახელწოდება Грузія-ს მსოფლიოში დაახლოებით 20 სახელმწიფო იყენებს, მათ შორისაა უკრაინაც. ამ ქვეყნების უმრავლესობა პოსტსაბჭოთა სივრციდანაა ან განიცდიდნენ საბჭოთა კავშირის მნიშვნელოვან გავლენას. ასე მოიხსენიებენ საქართველოს რუსეთში. Грузія - ეს იმპერიული სახელწოდება, „Georgia“-ც რუსულიდან თარგმნის შედეგია. „Сакартвело“ - ასე უწოდებენ საკუთარ ქვეყანას თავად ქართველები.
უკრაინამ, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების ცალკე სუბიექტია, ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებს საქართველოსთან და განსაკუთრებით რუსული აგრესიის დროს თავიდან იშორებს რუსიფიკაციისა და კოლონიური პოლიტიკის გამოვლინენებს, უნდა დაიწყოს ქვეყნის ისტორიული სახელწოდების „Сакартвело“-ს გამოყენება, ქართველ ხალხს კი უწოდოს „картвели“.
უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ღრმა და მრავალმხრივია, მაგრამ მეტად დაახლოებისკენ უკრაინის მხრიდან გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი შეიძლება იყოს საქართველოს ისტორიული სახელის ოფიციალური გამოყენება“, - აღნიშნავენ რადას დეპუტატები.
კანონპროექტი ითვალისწინებს „Сакартвело“-სა და „картвели“-ის დამკვიდრებას არა მხოლოდ ოფიციალურ დონეზე, ოფიციალურ მიმოწერასა და ურთიერთობებში, არამედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებშიც.
უკრაინის უმაღლეს რადაში კანონპოექტი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებობის დღეს, დაარეგისტრირეს. იგი რადას დეპუტატმა პარტიიდან „ევროპული სოლიდარობა“ იავანა კლიმპუშ-ცინცაძემ წარადგინა, რომელიც 2014-2019 წლებში ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრი იყო. კანონპროექტის ინიციატორებს შორისაა ოლექსი გონჩარენკოც.
საქართველოს ავთენტური სახელწოდების სახელმწიფო ენაში გამოყენება 2018 წელს ლიეტუვამ დაიწყო. მას შემდეგ საქართველოს უწოდებენ არა Gruzia-ს, როგორც მანამდე რუსული ენის გავლენით იყო დამკვიდრებული, არამედ Sakartvelas-ს.
