უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მხარეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დაახლოებით ორი ათასი ადამიანი იბრძვის. ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ახსარ ჯიოევმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 5 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
„რია ნოვოსტი“-სთან ინტერვიუში ჯიოევმა თქვა, რომ „სპეციალურ ოპერაციაში“ მონაწილე მოქალაქეების რიცხვი „სამხრეთ ოსეთის მცირერიცხოვანი მოსახლეობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია“.
„ეს [რიცხვი] დაახლოებით ორი ათასია. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი რიცხვია, რადგან ოსები მცირერიცხოვანი ხალხია. მიუხედავად ამისა, რუსეთის მიმართ პატივისცემისა და მხარდაჭერის გამო მადლიერების ნიშნად, ჩვენი თანამოქალაქეები მონაწილეობენ ამ ოპერაციაში. დარწმუნებულები ვართ, რომ გამარჯვება რუსეთისა და ჩვენს მხარეს იქნება“, - აღნიშნა ჯიოევმა.
მისივე განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეების ნაწილი რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაშია, ნაწილი კი - მოხალისეთა ფორმირებების.
„ჩვენ ვგრძნობთ იმ მხარდაჭერას, რომელსაც რუსეთი სამხრეთ ოსეთს უწევს. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე არ დგას. ჩვენ სხვა საკითხებითაც ვართ დაინტერესებული. ისტორიულად, ჩვენი ქვეყნების ხალხები ყოველთვის ერთად იდგნენ. სამხრეთ ოსეთის ხალხი აქტიურად მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში და დღეს ჩვენ ფაშიზმის ახალ ფორმას ვუპირისპირდებით. ნეოფაშიზმთან ბრძოლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც რუსეთი კოლექტიურ დასავლეთს უპირისპირდება და სულ უფრო მეტი მცდელობაა ისტორიისა და ისტორიული მეხსიერების გადაწერის“, - განაცხადა ე.წ. მინისტრმა.
ახსარ ჯიოევმა ასევე აღნიშნა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონას“ ეწვია და მებრძოლებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.
