„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
„რამაც ძალიან შემაშფოთა, ეს იყო, რომ ერთ-ერთ უცხოურ გამოცემას [სალომე ზურაბიშვილი] აძლევს ინტერვიუს და ამბობს, რომ საქართველომ უნდა იმუშაოსო, რომ დაეწიოს უკრაინას და მოლდოვასო.
რაში უნდა დავეწიოთ, ქალბატონო სალომე? უკრაინას ომში დავეწიოთ, თუ მოლდოვას დსთ-ს წევრობაში? თუ რაში უნდა დავეწიოთ?
როდესაც ევროკომისიის ანგარიშებიც ადასტურებს, რომ საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა სწორედ ამ ტრიოში იქნება, თუ ნებისმიერ სხვა კანდიდატ თუ მაშინ ასოცირების ქვეყანას შორის“, - განაცხადა წილოსანმა და აღნიშნა, რომ საქართველო „სათანადოდ ასრულებს რეფორმებს და საუკეთესო შეფასებები“ აქვს.
წილოსანმა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც სიტყვით გამოსვლის დროს „ე.წ. პრეზიდენტად“ მოისხენია, მოუწოდა, საკუთარ ქვეყანას პატივი სცეს და მერე დააყენოს „პირადი ინტერესები“.
სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე გავლენიან გამოცემას მისცა ინტერვიუ. EURACTIV-თან მან თქვა, რომ საქართველო მუშაობს, რათა უკრაინასა და მოლდოვას დაეწიოს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უფრო წინ არიან.
„ჩვენ ოქტომბერში არჩევნები გვექნება. გვესმის, რომ რა ქმედებები განხორციელდება არჩევნებამდე და როგორ ჩატარდება - ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად. გეგმაა, დავეწიოთ ასოცირებული ტრიოს ორ პარტნიორს, უკრაინასა და მოლდოვას. თუ [ევროპის] კომისიის მოცემული გზამკვლევის, ცხრა რეკომენდაციის შესაბამისად შედეგი დაიდება, ეს ძალიან კარგი ნიშანი იქნება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ მთავრობა 9 მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე. ასოცირებული ტრიოს ამ ორ ქვეყანას, საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2022 ივნისიდან ჰქონდათ.
