უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას ეხება. დოკუმენტის ხელმოწერამდე ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინისთვის სრული, მათ შორის, სულიერი დამოუკიდებლობა იქნება უზრუნველყოფილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
„ჩვენ არასოდეს და არავის მივცემთ უფლებას, ააშენოს იმპერია უკრაინულ სულში. დღეს გაიმართა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა, სადაც განვიხილეთ უკრაინის ცალკეულ რელიგიურ წრეებსა და აგრესორ სახელმწიფოს შორის კავშირის მრავალი ფაქტი.
სამწუხაროდ, ზოგიერთი მოღვაწე რუსეთის ტერორმა და სრულმასშტაბიანმა ომმაც კი ვერ დაარწმუნა, რომ ღირს ბოროტების ცდუნების დაძლევა. ასე რომ, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, როდესაც აგრესორ სახელმწიფოზე დამოკიდებულ ნებისმიერ აქტორს უკრაინელებით მანიპულირებისა და უკრაინის შიგნიდან დასუსტების შესაძლებლობა არ ექნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო მთავრობას ავალებს, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მოამზადოს და უმაღლეს რადაში განსახილველად შეიტანოს კანონპროექტი უკრაინაში რუსეთის ფედერაციის გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შესაძლებლობის გამორიცხვის შესახებ.
გარდა ამისა, ორგანოებს, რომელთა კომპეტენცია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს, დაევალათ, გააძლიერონ ზომები უკრაინის რელიგიურ გარემოში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული საქმიანობის იდენტიფიცირებისა და მათთან ბრძოლის მიზნით და გამოიყენონ პერსონალური სანქციები.
„ამ და სხვა გადაწყვეტილებებით ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინის სულიერ დამოუკიდებლობას. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ 1991 წელს ჩვენი სახელმწიფო სამართლებრივ და დემოკრატიულ გზაზე დადგა. ამ გზით ვივლით მომავალშიც. მხოლოდ შეწონილი გადაწყვეტილებები და ეროვნული ინტერესები“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ნოემბრის ბოლოს უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის და მის შემადგენლობაში ან დაქვემდებარებაში მყოფი ყველა რელიგიური დაწესებულების თუ ორგანიზაციის აკრძალვას ეხება.
