„უკვე არის დრო, ვიფიქროთ იმ დღესასწაულების უქმედ გამოცხადების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა რელიგიურ თუ ეთნიკურ უმცირესობებს აქვთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
ნაკაიძის თქმით, პარლამენტში წარსადგენად უკვე მზად აქვს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც საშემოდგომო სესიაზე დაარეგისტრირებს.
„ხვალ 28 ივლისია. მუსლიმანური სამყარო აღნიშნავს ყურბან ბაირამის დღესასწაულს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ არის შესაძლებლობა, რომ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით მუსლიმმა მოქალაქეებმა შეძლონ საკუთარი მრწამსის შესაბამისად შეასრულონ ის ვალდებულებები, რასაც რელიგია ავალდებულებს.
მაგალითად, მე, როგორც პარლამენტის წევრი, ხვალ, პრაქტიკულად იძულებული ვარ, არ დავესწრო სესიას, მაგრამ ამავე დროს, აქაც მნიშვნელოვანია ჩემი ხმა. ასეთ იძულებაშია საქართველოში ბევრი მოქალაქე, რომელიც საჯარო თუ კერძო სამსახურში მუშაობს. მათ არ ეძლევათ საშუალება, ეს დღე იყოს უქმე და საკუთარი რწმენის შესაბამისად, მოვალეობები თავისუფლად შეასრულონ“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ და აღნიშნა, რომ იგივე პრობლემის წინაშე დგანან სტუდენტები და მოსწავლეებიც.
მთლიანობაში, საუბარია ექვს დღეზე. დეპუტატის თქმით, არ ფიქრობს, რომ ექვსი დღის უქმედ გამოცხადება „კატასტროფას გამოიწვევს შრომის ბაზარზე“, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ისედაც საკმაოდ ბევრი უქმეა.
ტარიელ ნაკაიძემ იმედი გამოთქვა, რომ მის ინციატივას მხარს დაუჭერენ როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრები, ისე ოპოზიცია.
