რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ უკანონო სასჯელის მოხდის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლა ქალაქ რუსთავის მკვიდრი, 37 წლის ლევან პეტრიაშვილი. დე ფაქტო სასამართლოს მიერ მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ დარღვევისთვის 7 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „ლევან პეტრიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში“.
ლევან პეტრიაშვილის გათავისუფლებაზე ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმაც გაავრცელა. განცხადების თანახმად, 37 წლის ლევან პეტრიაშვილმა ცხინვალის სიახლოვეს ე.წ. სახელმწიფო საზღვარი მიმდინარე წლის გაზაფხულზე არაფხიზელ მდგომარეობაში განზრახ გადაკვეთა. დე ფაქტო სასამართლომ მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს.
ცხინვალის ციხეში ამ დროისთვის უკანონო პატიმრობაში საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება - ლაშა ხეთერელი, პეტრე კალაშნიკოვი, გიორგი დარჩიაშვილი, ვასიკო ქენქაძე და გიორგი მოსიაშვილი.
ლიახვის ხეობიდან დევნილი ლაშა ხეთერელი საოკუპაციო რეჟიმს უკვე მერვედ ჰყავს დაკავებული. ბოლოს 5 ივლისს ოკუპირებულ სოფელ დისევთან დააკავეს. მანამდე ხეთერელს ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში წელიწადზე მეტი აქვს გატარებული. მას ნათესავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავს. თვითონ 2008 წლის ომის შემდეგ შაუმიანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.
სოფელ პერევის მცხოვრები გიორგი მოსიაშვილი რუსმა სამხედროებმა 2023 წლის 31 ოქტომბერს სოფელ სინაგურის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.
დანარჩენი სამი დაკავებულის შესახებ დეტალური ინფორმაცია გასაჯაროებული არ არის.
