რუსეთის ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა UFC-ის ყოფილ ჩემპიონს, დაღესტნელ ხაბიბ ნურმაგომედოვს ანგარიშები დაუყადაღა. მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი სახელმწიფოს წინაშე არსებული დაახლოებით 300 მილიონი რუბლის დავალიანება გახდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 2 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 3 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 4 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 5 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 „ქართული ოცნება“ რუსეთს ქვეყანაში გავლენის გაზრდის საშუალებას აძლევს - აშშ-ის დაზვერვა
30 ივნისს ნურმაგომედოვი გერმანიის ქალაქ კიოლნში იმყოფებოდა, სადაც ყოფილ პორტუგალიელ ფეხბურთელ ლუიშ ფიგუსთან ერთად საქართველო-ესპანეთის მატჩს დაესწრო, შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერ კახა კალაძესა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, ცოტნე ივანიშვილს.
„ხაბიბ ნურმაგომედოვის დავალიანების საფუძველი იყო გადასახადების, პირგასამტეხლოებისა და ჯარიმების გადაუხდელობა“, - განაცხადეს რუსეთის ფედერალურ საგადასახადო სამსახურში.
ნურმაგომედოვს 2019-დან 2021 წლამდე პერიოდში საზღვარგარეთიდან მიღებულ შემოსავალზე გადასახადების გადაუხდელობას ედავებიან. თავად სპორტსმენს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ივნისის ბოლოს რუსეთის ძალოვანი უწყებები მაჰაჩყალაში, ჰაბიბ ნურმაგომედოვის მამის მიერ დაფუძნებულ საბრძოლო ხელოვნების სკოლაში შევიდნენ. როგორც გაირკვა, იქ ვარჯიშობდა MMA-ს მებრძოლი გაჯიმურად კაგიროვი - ერთ-ერთი იმ პირთაგან, ვინც 23 ივნისს დერბენტსა და მაჰაჩყალაში თავდასხმები მოაწყვეს. ნურმაგომედოვმა მენეჯერის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კაგიროვი სკოლის მოსწავლე არ ყოფილა და იქ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში სპარინგს ატარებდა.
35 წლის ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლია. მან კარიერა 2020 წლის ბოლოს აბსოლუტური ჩემპიონის სტატუსით დაასრულდა. 2021 წელს რუსულმა Forbes-მა მისი წლიური შემოსავალი 12 მილიონ დოლარად შეაფასა.
