100-მდე ქართველი მუსიკოსი და მუსიკალური ბენდი, პროტესტის ნიშნად, უარს ამბობს სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობაზე. ისინი გმობენ პროევროპული აქციების მონაწილეებზე ძალადობას და თავს ვალდებულად მიიჩნევენ, მათი რესურსი არ მოხმარდეს „ქართული ოცნების“ სოციალური იმიჯის წახალისებასა და პოზიციების გამყარებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
„ხელოვნება თავისი არსით მუდამ იყო თავისუფლებისა და თვითგამოხატვის სიმბოლო, შესაბამისად, ხელოვნება შეუძლებელია იყოს ჩუმი და შეზღუდული. ჩვენი, როგორც მუსიკოსების როლი მუდამ იყო, არის და იქნება იმ სათქმელის, ემოციისა და განწყობის გადმოცემა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს.
სიტუაცია დღევანდელ საქართველოში, სადაც ადამიანებს ყოველდღიურად დევნიან, სცემენ და უკანონოდ აკავებენ თავისუფლების ერთგულებისა და ევროპული მომავლის დაცვის გამო, შეუძლებელია დარჩეს ჩვენი რეაგირების გარეშე.
ამ მოვლენების ფონზე, დღეს თვითგამოხატვაზე წინ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დგას, რომელიც აუცილებლად უნდა გასცდეს პროტესტს რუსთაველზე და გადაითარგმნოს საერთო გაფიცვაში. ერთის მხრივ, მუსიკოსები საზოგადოების კეთილგანწყობით და სიმპათიებით სარგებლობენ, რის გამოც ვალდებულები ვართ, ჩვენი რესურსი არ მოხმარდეს მმართველი პარტიის სოციალური იმიჯის წახალისებასა და პოზიციების გამყარებას. მეორეს მხრივ, სახელმწიფო ღონისძიებები იმართება არალეგიტიმური მთავრობის მიერ იმ ხალხისგან შევსებული ბიუჯეტით, რომელიც საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების რისკის ქვეშ დაყენების ფასად იცავს სამშობლოს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ, მუსიკოსები, პროტესტს ვუცხადებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და უარს ვამბობთ ნებისმიერ სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობაზე.
ვგმობთ მათი მხრიდან პროტესტანტების მიმართ არაპროპორციული და გადამეტებული ძალის გამოყენებას, მაროდიორობას, უკანონო დაჭერას, დაშინებასა და მრავალ სხვა დანაშაულებრივ მეთოდს, რომელსაც მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს. გვჯერა თქვენი და ჩვენი გამძლეობის. გვჯერა, რომ შევძლებთ დავუბრუნდეთ საქართველოს ისტორიულ, ევროატლანტიკურ გზას. გვჯერა, რომ ამ ომში გავიმარჯვებთ სახელოვნად“, - ნათქვამია მუსიკოსების მიერ გავრცელებულ მანიფესტში.
ამ დროისთვის მანიფესტს ხელს 92 მუსიკოსი და ბენდი აწერს, მათ შორის არიან ნინო ქათამაძე, „მწვანე ოთახი“, „თამადა“, Soft Eject, მაია დარსმელიძე, რობი კუხიანიძე & ჯგუფი Outsider, „გამოუვალი მდგომარეობა“, Killages, მებო ნუცუბიძე, LOUDspeakers და სხვები.
