„ფაქტობრივად, ოფიციალურმა ვაშინგტონმა პირველად თქვა უარი დოკუმენტზე, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს საკმაოდ საგულისხმო ნაბიჯია, აჩვენებს მნიშვნელოვან ცვლილებებს აშშ-ის ახალი ხელისუფლების მიდგომებში, რომლებიც ორიენტირებულია უფრო პრაგმატულ პოლიტიკაზე, რაც რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას გულისხმობს“, - ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი ტუჟბამ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 5 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 6 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
18 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც საბჭოს წევრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათ მხარი დაუჭირეს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, დაგმეს რუსეთის სასტიკი შემოჭრა, უკანონო სამხედრო ყოფნა და საქართველოს მოქალაქეების მკვლელობა, ასევე ოკუპირებულ ქართული რეგიონებში ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის საქართველოს ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილების რუსეთისთვის გადაცემა და ე.წ. უკანონო არჩევნების ჩატარება.
საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღეს უშიშროების საბჭოს წევრებმა -გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, სლოვენიამ, დანიამ, საბერძნეთმა და ასევე საბჭოს მომავალმა წევრმა ლატვიამ.
„საქართველოს მხარდასაჭერად დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლების ასეთი ერთობლივი განცხადებები ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ობიექტურ რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. ეს დოკუმენტები ღიად ანტირუსული ხასიათისაა და მიზნად ისახავს ჩვენს რეგიონში მუდმივი დაძაბულობის შენარჩუნებას“, - განაცხადა ირაკლი ტუჟბამ.
წლების განმავლობაში პირველად, ამერიკის შეერთებული შტატები ერთობლივი განცხადების ავტორებს შორის არ არის.
„ეს პრეცედენტი იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ შესაძლოა გადახედოს თავის დამოკიდებულებას საქართველოს უპირობო მხარდაჭერის მიმართ,
რაც დემოკრატიული პარტიისთვის დამახასიათებელია და უარი თქვას ანტირუსულ რიტორიკაზე დიალოგის დამყარებისა და გაწყვეტილი კავშირების თანდათანობით აღდგენის სასარგებლოდ“, - განაცხადა ირაკლი ტუჟბამ.
საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს არ გამოხმაურებია, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა კი გამოთქვა იმედი, რომ „ეს პრეცედენტი ასევე ასახავს საქართველოს უსაფუძვლო ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეხედულებების ცვლილებას“.
