თურქეთის შავიზღვისპირა პროვინცია ბართინში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა. ამსარას რაიონში მდებარე ერთ-ერთ მაღაროში აფეთქება პარასკევს, დაახლოებით 18:15 საათზე, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
წინასწარი დასკვნებით, აფეთქება მგრგვინავმა აირმა გამოიწვია. იმ დროს მაღაროში 110 ადამიანი იყო, რომელთა თითქმის ნახევარი „რისკის“ ზონაში, 300-დან 350 მეტრამდე სიღრმეში მუშაობდა. სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, 58 მაღაროელის გადარჩენა მოხერხდა. 11 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი - ექვსი სტამბოლში, ხუთი კი ბართინში. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ამჟამად გვყავს 15 მაღაროელი, რომელიც ჩვენი აზრით, იქ რჩება. მათ გადარჩენას სამძებრო-სამაშველო სამსახურები ცდილობენ. ჩვენ ვიცით, სად არის 15 ადამიანი. აფეთქების ადგილი ასე თუ ისე ცნობილია. 10-11 ადამიანია იქ, სადაც ხანძარი გრძელდება. ეს დიდი ხანძარი არ არის. მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა ცეცხლის და ნახშირბადის მონოოქსიდის ლიკვიდაცია“, - განაცხადა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა.
მაღარო, სადაც აფეთქება მოხდა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიას (Türkiye Taşkömürü Kurumu) ეკუთვნის.
ამსარაში ჩასვლას აპირებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
2014 წელს, დასავლეთ თურქეთში, ქალაქ სომაში მდებარე ქვანახშირის მაღაროში აფეთქებას 301 ადამიანი ემსხვერპლა.
