6 თებერვალს თურქეთ-სირიის საზღვართან მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად, ორივე ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა, დღეს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით 5000-ს მიაღწია. თურქული მხარე 3381 დაღუპულის შესახებ იტყობინება, ხოლო სირიის მედიის ინფორმაციით, მიწისძვრას 1559 ადამიანი ემსხვერპლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში, სამძებრო სამუშაოების პარალელურად, გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა 4-ჯერ, ანუ 20 ათასამდე გაიზარდოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 4 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 5 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
- 6 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
მიწისძვრების შედეგად თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა. საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ყველა მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მონაცემებით, ქაჰრამანმარაშის, გაზიანთეფის, შანლიურფას, დიარბაქირის, ადანას, ადიამანის, ოსმანიეს, ჰათაის, კილისის და მალათიის პროვინციებში დაშავდა 20 424 ადამიანი. ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 7840. განადგურებულია 5600-ზე მეტი შენობა, ამდენივე დაზიანებულია. დროებით თავშესაფრებში განთავსებულია 338 000 მოქალაქე. სამაშველო-სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია გადაუდებელი დახმარების 25 000-მდე თანამშრომელი. მაშველები დაშავებულების გადასაყვანად 10 გემს და 54 თვითმფრინავს იყენებენ.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, პირველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას, 4:17 საათზე მოხდა. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბოლო ინფორმაციით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის თანახმად, ბიძგების სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას შეადგენდა.
თურქული მხარის ინფორმაციით, პირველ მიწისძვრას 243 აფთერშოკი მოჰყვა, მათ შორის, ყველაზე ძლიერი - 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის 6 თებერვალს, 13:24 საათზე, ქაჰრამანმარაშის ქალაქ ელბისტანში დაფიქსირდა.
მიწისძვრის შედეგად სირიაში ყველაზე მეტად ალეპოს, ლატაკიის, ჰამის, იდლიბისა და ტარტუსის პროვინციები დაზარალდა.
