თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოვარდა თურქეთის შეიარაღებული ძალების C130 სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიფრინავდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„საქართველოში ჩამოვარდა აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მიმავალი C130 სატვირთო თვითმფრინავი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით დაიწყო“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თვითმფრინავი აზერბაიჯანის ქალაქ განჯიდან აფრინდა და როგორც ვებ-გვერდი Flightradar24 აჩვენებს, მასთან სიგნალი აფრენიდან მალევე დაიკარგა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქული სატვირთო ბორტი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა.
ქართულმა მხარემ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილი დაიწყო, რაც გულისხმობს საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებსა და ბორტზე მყოფი სამხედროების რაოდენობაზე. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიქაიას განცხადებით, ტელეფონით ესაუბრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება.
C-130 „ჰერკულესი“ ამერიკული საშუალო და შორი მანძილის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავია. თურქეთს C-130-ის ფლოტი 1960-იანი წლებიდან ჰყავს. ამ ტიპის თვითმფრინავის გამოყენება შესაძლებელია ისეთი მისიებისთვის, როგორიცაა საბრძოლო ვერტმფრენების გადაყვანა, საჰაერო თავდასხმები და ძებნა-გადარჩენა.
