„ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ეთანხმება მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც მან შოვში, დამანგრეველ ღვარცოფს გადარჩენილებთან დაკავშირებით დღეს გააკეთა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„ის, რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, იყო აბსოლუტურად მართებული და არავითარი მიზეზი არ გაქვთ ახლა, რომ რაღაცა ფორმით ინტერპრეტაციების ტირაჟირება მოახდინოთ, რასაც ახლა თქვენ ცდილობთ.
თუ გადარჩა ადამიანი, განაპირა მხარეს არის, ამ ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო, არ ვიცი უბრალოდ. შეიძლება, რამე კონკრეტული მიზეზი კიდევაც არსებობს“, - უთხრა სარჯველაძემ ჟურნალისტებს.
ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვინც 3 აგვისტოს ღვარცოფის მასაში მოჰყვა, გადარჩენის არავითარი შანსი არ ჰქონდა. მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, იყო „სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც წარმოუდგენელი ტყუილია“. ჟურნალისტებმა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ანახეს დავით ჯელაძის მიერ Facebook-ში გამოქვეყნებული ფოტო წარწერით - „მაშო, ეს გზა როგორ გავიარეთ, ახლაც მიკვირს“. ფოტოზე ჯელაძეს მონიშნული აქვს ის მანძილი, რომელიც უსაფრთხო ადგილის ძიებაში დისშვილთან ერთად გაიარა. კობახიძემ თქვა, რომ ფოტოს დეტალები გასარკვევი და გადასამოწმებელია: „რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, არ ვიცი, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა. იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახერხეს... თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ამიტომ, გადასამოწმებელია ეს ყველაფერი“.
დავით ჯელაძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ადანაშაულებს კობახიძე ტყუილში და ფიქრობს, რომ მმართველი პარტიის ლიდერს არ სურს, გასაჯაროვდეს ის საშინელება, რაც შოვში მოხდა.
3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა კურორტი შოვი თითქმის მთლიანად გაანადგურა. სამაშველო ოპერაცია 3 საათის დაგვიანებით დაიწყო, დაღამებისთანავე კი მფრინავებმა ოპერაციაში მონაწილეობა შეწყვიტეს იმ მიზეზით, რომ ვერტმფრენს ღამით უსაფრთხოდ ფრენა არ შეეძლო. ამ დროისთვის ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი, 8 დაკარგულს კიდევ ეძებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრაგედიის თავიდან არიდება შეუძლებელი იყო, რასაც დამოუკიდებელი ექსპერტები არ ეთანხმებიან.
