პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ლიდერი ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ ანტიკორუფციული ბიურო ამჯერად ყოფილი სამსახურის, არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის“ საქმიანობის შესახებ ანგარიშს სთხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 3 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
- 4 „8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“- ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა
- 5 დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული წარწერა – ქურდოვანიძე
- 6 ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა დააკავეს
მანამდე, ანტიკორუფციულმა ბიურომ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „თავისუფლების მოედნის“ და მისი წვრების ფინანსური ინფორმაცია მოითხოვა.
„მორიგი ახალი ამბავი მაქვს ანტიკორუფციული ბიუროსგან. გეცოდინებათ, რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ ანტიკორუციულ სააგენტოს სასამართლოსგან ჩვენი კერძო ანგარიშების მონიტორინგის უფლება მიუღია - ანუ მართალია პარტიად არ გაღიარებთ ფორმალურად, მაგრამ მაინც გაღიარებთ და ამიტომ გვითხარით პარტიის, უკაცრავად, თქვენს პირად ანგარიშებზე რა ხდებაო. შეგახსენებთ, რომ პარტიად დარეგისტრირებაზე მანამდე გაუგებარი მიზეზებით ორჯერ გვითხრეს უარი და ახლა მესამე წრეზე ვართ.
ახლა მთხოვენ ანგარიშს ჩემი წინა სამსახურის საქმიანობაზე (მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრში), სადაც აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ჯერ კიდევ გასულ წელს დავტოვე და სამწუხაროდ, ორგანიზაცია საერთოდ გაჩერებულია შექმნილი ვითარების გამო. ეს ყველამ იცის, ვისაც აინტერესებს და თუ არ იციან, ეს ცალკე პრობლემაა, მაგრამ ეგ ვიღას უკვირს“, - წერს სოციალურ ქსელ Facebook-ში ცუცქირიძე.
ლევან ცუცქირიძე განმარტავს, რომ „მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის“ ვებ-გვერდზე ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია ორგანიზაციის საქმიანობის ჩამონათვალი და „ბევრად მეტი ინფორმაციაც“.
„დაინტერესებულ ადამიანებს ახლაც შეუძლიათ დეტალურად წაიკითხონ რა ვაკეთებდით, ვისთვის და ვისი მხარდაჭერით. აქაც ვიტყვი მოკლედ: 2009 წლიდან მოყოლებული, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უკიდურესად დასუსტებული და ზეწოლის ქვეშ მყოფი ოპოზიციის მხარდაჭერა და დემოკრატიის შესახებ განათლების გავრცელება იყო. ევროპული დაფინანსებით ჩვენ მათ სწავლებით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, საერთაშორისო ურთიერთობებში ხელშეწყობით, საარჩევნო პროგრამების შემუშავების რჩევებით, შიდაპარტიული დემოკრატიის წახალისებით და ექსპერტული მხარდაჭერით ვეხმარებოდით - მათ შორის „ქართულ ოცნებას“, რისთვისაც მისი არაერთი დღევანდელი ლიდერი უაღრესად მადლიერი იყო.
მე სწორედ საჯაროობისა და ანგარიშვალდებულობის ვიბრძვი და ისეთი დემოკრატიისთვის, სადაც ეს ვალდებულებები ყველასათვის თანასწორად ვრცელდება. ამიტომ, როდესაც ამისი დრო მოვა, „ქართული ოცნების“ თანამდებობის იმ პირებსაც მოუწევთ პასუხების გაცემა, სოციალური შემწეობების მიმღებებად რომ მივიდნენ პარტიაში და ახლა მულტიმილიონერები არიან, ზოგიერთს საათების ისეთი კოლექცია აქვს, ექთნებს რომ მათ საყიდლად 60 წელზე მეტი შრომა დასჭირდებათ და ზოგი კი ისეთი ჩანთით დადის ქუჩაში, რიგითი პოლიციელის მთელი წლის შემოსავალი რომ არ ეყოფა.
რაც არ უნდა ქნან, ვერ შეგვაშინებენ ხალხს, რომლებმაც ვიცოდით წინ რა გველოდა, მაგრამ ერთი წლის წინ ჩვენი კომფორტი, კეთილდღეობა და უსაფრთხოება გვერდით გადავდეთ, ახალი პარტია დავაარსეთ და ბრძოლაში პოლიტიკური საქმიანობის დაწყებისთვის ყველაზე სახიფათო დროს ჩავებით“, - წერს ლევან ცუცქირიძე ვრცელ პოსტში.
„ქართული ოცნების“ დაქვემდებარებაში არსებული ანტრიკორუფციული ბიურო, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს, „გრანტების შესახებ“ კანონის საფუძველზე მონიტორინგს 60-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ აწარმოებს.
