„ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილმა ე.წ. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა „ვარდების რევოლუცია“, რომლის შედეგადაც 2023 წელს ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 3 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 4 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 5 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 6 მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარება საქმედ იქცეს – ზახაროვა აგვისტოს ომზე
„საგამოძიებო კომისიის დასკვნაში შესწავლილია და ფაქტებით, ინფორმაციებით ნათქვამია, რომ „ვარდების რევოლუცია“ სინამდვილეში იყო სახელმწიფო გადატრიალება. დასკვნაში წერია, რომ ედუარდ შევარდნაძეს დღემდე არ აქვს დაწერილი გადადგომის შესახებ განცხადება და ის არც არავის არ გადაუყენებია, თუ არ ჩავთვლით აქ მდგარ ჩაის სმას.
ასევე, დასკვნაში ნათქვამია, რომ ახლად არჩეული პარლამენტი შედგა და მხოლოდ ამის შემდეგ შემოიჭრნენ ე.წ. რევოლუციონერები ამ დარბაზში და მაინც ძველი პარლამენტით იქნა საკანონმდებლო საქმიანობა გაგრძელებული“, – თქვა წულუკიანმა დასკვნის წარდგენისას.
მისივე განცხადებით, დასკვნაში წერია, რომ 2004 წლის დასაწყისშივე ძველი პარლამენტით, რომელსაც უფლებამოსილება აღარ ჰქონდა, კონსტიტუციაში შევიდა ფუნდამენტური ცვლილებები და მიხეილ სააკაშვილმა ძალაუფლება „ხელში ჩაიგდო უკვე კანონის საფუძველზე“.
„მათ შორის, უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით ახსნილია, რატომ ჩავთვალეთ, რომ „ვარდების რევოლუცია“ რეალურად სახელმწიფო გადატრიალება იყო. ასევე, ფაქტებზე დაფუძნებით ნათქვამია, მათ შორის, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაა მოყვანილი, რომ „ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ცესკომ, რომელსაც მაშინ ბატონი ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობდა, ისე შეაჯამა არჩევნების შედეგები, რომ ორ კონკრეტულ ოლქში არჩევნები ჩატარებული არ იყო. თქვენ ალბათ არც კი გინდათ, წარმოიდგინოთ, რა მოხდებოდა, დღეს რომ ეს რომელიმე ჩვენგანს გაებედა ქართველი ხალხისთვის. ეს ყველაფერი დასკვნაში წერია. ასევე წერია, რომ ცესკოს ასეთი თავმჯდომარე ჭიაბერაშვილი მანამდე „ვარდების რევოლუციაში“ მონაწილე პირი იყო, ვინაიდან ISFED-ს („სამართლიანი არჩევნები“) ხელმძღვანელობდა და სწორედ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგად დაიწყო რევოლუციური და გადატრიალების პროცესები“, – განაცხადა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ პარლამენტში გამოსვლისას.
თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს ისტორიის სასწავლო წიგნებში „ალბათ უნდა გადაისინჯოს, 2004-2012 წლების პერიოდი როგორ არის მიტანილი ახალგაზრდებამდე“.
