იურისტი დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
დიტო საძაგლიშვილი „მთავარი არხის“ სარედაქციო ბორდის წევრი და იურიდიული დირექტორია. ბოლო წლებში ის სასამართლოში ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს იცავდა.
„მრავალი წელია თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას. დღეს შემთხვევით გავარკვიე რომ ცხრილში ჩემი სახელი აღარ არის შეტანილი, ანუ ფაკულტეტმა არ ისურვა ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება, ისე რომ ჩემთვის არაფერი უთქვამთ საერთოდ“, - წერს საძაგლიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში.
დიტო საძაგლიშვილი ამ გადაწყვეტილებას უკავშირებს პრემიერ-ირაკლი კობახიძის განცხადებას უკავშირდება „თსუ-ის აკადემიურ პერსონალში წმენდის ჩატარებაზე“.
„გახსოვთ ალბათ, რუსული კანონის მიღების გამო სტუდენტების გაფიცვისას, კობახიძის (თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე) მუქარა, თსუ-ს აკადემიურ პერსონალში წმენდაა ჩასატარებელიო, ხოდა დაუწყიათ მუქარის ასრულება.
გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან დამწყდა გული, რადგან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა სტუდენტებთან ურთიერთობა, ბევრთან დავმეგობრდი კიდეც“, - აღნიშნავს დიტო საძაგლიშვილი.
მაისის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების სისტემის „ფუნდამენტური რეფორმა“ დააანონსა და თსუ-ში არსებულ „მძიმე პრობლემებზე“ გაამახვილა ყურადღება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მან თქვა, რომ „პროფესორების დიდი ნაწილი მთლიანად პოლიტიკური ნიშნით არის შერჩეული“.
„ეს ეხება პროფესურის ძალიან დიდ ნაწილს. შესაბამისად, ეს არის ჩაკეტილი წრე, ამის გამო მთლიანად სისტემა არის მოშლილი. ამის გამო, არც სახელმძღვანელოები ვითარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არც მეცნიერება და არც არაფერი... გვექნება თვისებრივად გადალაგებული სისტემა, სადაც ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ემსახურებოდეს ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იქნება, ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსიტეტი სწორედ მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
რამდენიმე დღის წინ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ექვსწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა ინგლისური ენის მიწვეულ ლექტროს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ როლანდ შავაძეს. შავაძე მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტის გადაწყვეტილება ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მის მონაწილეობას უკავშირდება.
ამ თემაზე:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
