მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში მცხოვრები გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი, რომლებიც ბოლო ხუთი დღის განმავლობაში დაკარგულებად მიიჩნეოდნენ, ცოცხლები არიან. ისინი ლენტეხში იმყოფებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
„კვალი არ აგვრევია. ძალიან მარტივად, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, სადაც დაახლოებით 200 მეტრში შეგვხვდა დათვი. ამის მერე წამოვედით ტყით და ვიარეთ ხუთი დღე. ტელეფონი ორივეს დაგვიჯდა. ღამეს კარავში ვათევდით“, - თქვა გოგიტა ფარჯიანმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.
ახალგაზრდები ზემო სვანეთიდან ქვემო სვანეთში, ლენტეხის მიმართულებით კვირას, 21 ივლისს წავიდნენ. ისინი ლასილის უღელტეხილზე საფეხმავლო მარშრუტით გადადიოდნენ. როგორც ახლობლები აცხადებდნენ, გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი კავშირზე ბოლოს ორშაბათს, 22 ივლისს გამოვიდნენ და გაგზავნილ შეტყობინებებში ამბობდნენ, რომ გზა აებნათ.
მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე დაკარგულების ძებნა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენიც ჩაერთო. თუმცა, ახალგაზრდებმა ტყიდან გამოსვლა დამოუკიდებლად მოახერხეს.
