ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა 5000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა ტყიბულის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსს, ჯონდო ქასრაშვილს, რომელსაც ბავშვების თანდასწრებით მეუღლეზე ძალადობა ედება ბრალად.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 5 მარნეულის მერის ძმა ბიზნესმენზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
- 6 ირანის ელჩი: თუ რეგიონიდან იქნება ქმედება ჩვენ წინააღმდეგ, გვექნება რეაქცია
„მე მინდა, რომ ჩემი მეუღლე არ იმყოფებოდეს პატიმრობაში, ჩემი შვილებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ის არაჩვეულებრივი მამაა. ბავშვებს ძალიან უყვართ მამა“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე ჯონდო ქასრაშვილის მეუღლემ, ნინო სულაბერიძემ და დასძინა, რომ ქმრის მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას აქამდე ადგილი არ ჰქონია.
„ეს პირველი იყო, რომელიც ალბათ აფექტურ მდგომარეობაში მოხდა“, - თქვა ქალმა.
პროკურატურა ქასრაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც პროკურორმა მარიამ მელაძემ განაცხადა, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
45 წლის ჯონდო ქასრაშვილი 15 იანვარს დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.
პროკურატურამ ჯონდო ქასრაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან 3 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2023 წლის 9 თვის მონაცემებით, ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა 4031 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი 91%-ია. ოჯახურ დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობებიდან, 2023 წლის 9 თვეში, სასამართლომ 55% დააკმაყოფილა.
