ცხინვალში აცხადებენ, რომ 2025 წლის ზაფხულში, სოხუმის, ყირიმსა და მოსკოვის მიმართულებით ავტობუსების დანიშვნას გეგმავენ, თუმცა, შესაბამისი ტრანსპორტი ოკუპირებულ რეგიონში ჯერ არ გააჩნიათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 კობახიძე დიუშენის წამლებზე: „ხალხის ფულით“ „ფარმაცევტული მაფია“ არ უნდა გავამდიდროთ
- 5 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„ჩვენ არ გვყავს საჭირო კლასის ავტობუსები ასეთი გადაყვანების განსახორციელებლად. რესპუბლიკის მთავრობა მუშაობს ამ საკითხის მოგვარებაზე და ვიმედოვნებთ, რომ მალე შევძლებთ ავტობუსების მიმოსვლის დაწყებას ყირიმისა და მოსკოვის მიმართულებით და, შესაძლოა, ზაფხულის პერიოდში, სოხუმისკენაც“, – განაცხადა „საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელმა, სერგეი ვალიევმა.
მისივე თქმით, რეისების რეგულარულობა დამოკიდებული იქნება მგზავრთა ნაკადზე და მოთხოვნაზე. ბილეთები წინასწარი შეკვეთით გაიყიდება.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და ცხინვალს შორის ავტობუსის დანიშვნა ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში, ხოლო შემდეგ 2024 წელს იგეგმებოდა. ქალაქ იალტიდან გასულ ავტობუსს ცხინვალში ჩასასვლელად სამი დღე დასჭირდებოდა.
რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (ე.წ. სამხრეთ ოსეთი) „დამოუკიდებლობა“ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. რაც შეეხება უკრაინის ნახევარკუნძულ ყირიმს, ის რუსეთის მიერ 2014 წლიდან არის ანექსირებული.
