მაშველებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისთან, მდინარე ლიახვში ბავშვის ცხედარი იპოვეს. 14 წლის მოზარდი დინებამ ოკუპირებული ცხინვალიდან, 19 ივნისს გაიტაცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ცხედრის პოვნის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელს პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებზე, ეგორ კოჩიევს აცნობა.
„შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, ცხედრის გადმოცემის პროცედურის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება“, - განაცხადეს დილით ე.წ. სამინისტროში.
14 წლის ბიჭი მდინარე ლიახვმა, ოთხშაბათს ნაშუადღევს გაიტაცა. შემთხვევა ქალაქ ცხინვალში, „ძველი ხიდის“ რაიონში მოხდა. მაშველებმა ბავშვის დაჭერა ვერ შეძლეს, ძლიერმა დინებამ ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ წაიღო. დე ფაქტო ხელისუფლებამ „ცხელი ხაზის“ საშუალებით დახმარებისთვის თბილისს მიმართა.
სამძებრო სამუშაოები სოფელ ნიქოზში, კაშხლის ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევრიდან მიმდინარეობდა.
