ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფთხოების კომიტეტმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ორი მოქალაქე „გააძევა“. ამის შესახებ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში მცხოვრები ორი პირი ერთი კვირის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მაცხოვრებლები, 20 წლის ნიკა კოკოშვილი და 27 წლის გურამ გრძელიშვილი ე.წ. მესაზღვრეებმა 13 იანვარს დააკავეს.
„გამოძიების დროს დადგინდა, რომ მამაკაცებმა სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარი შემთხვევით გადაკვეთეს. ინციდენტი ზნაურის რაიონის სოფელ მუგუთთან ახლოს მოხდა. სამშაბათს, კანონის შესაბამისად, კოკოშვილი და გრძელიშვილი რესპუბლიკიდან იქნენ გაძევებულები და მათ ჯარიმა დაეკისრათ“, – ნათქვამია „კგბ“-ს განცხადებაში.
მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა. „ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან,“ – განაცხადეს სუს-ში.
უწყების ცნობით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
„უკანონოდ დაკავებულთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგნებულად თავს ვიკავებდით სახელებისა და გვარების დასახელებისგან და სხვა დეტალების გასაჯაროებისგან, რათა პროცესს ხელი არ შეშლოდა.
არსებული პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევებში სასურველი შედეგის მიღწევა გაცილებით ადვილად არის შესაძლებელი“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
სუს-ში ასევე აცხადებენ, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.
