ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის ე.წ. მოქალაქეებს, 2 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ე.წ. სასაზღვრო ზონაში გარკვეული სახის ეკონომიკური საქმიანობის უფლება მისცეს. ამის შესახებ განცხადება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში, ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები ცხინვალის, ზნაურის და ახალგორის რაიონების ე.წ. სასაზღვრო ზონაში შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენას და ტრანსპორტირებას შესაბამისი ნებართვის გაფორმების გარეშე. თუმცა, მსურველებს ე.წ. სასაზღვრო ზონაში ზემოთ აღნიშნული მიზნით შესვლისთვის რეგისტრაციის გავლა დასჭირდებათ:
„სასაზღვრო ზონაში შესასვლელად საჭიროა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უახლოეს სამმართველოში პასპორტით მისვლა ვინაობის იდენტიფიცირების, სამეურნეო სამუშაოების ადგილის, ხასიათისა და დროის დაზუსტების მიზნით“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების გავრცელებულ განცხადებაში.
დე ფაქტო ხელისუფლების განმარტებით, ღონისძიება მიზნად ისახავს აქტიური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პერიოდში მოსახლეობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სასაზღვრო ზონებად ის ტერიტორიები მიიჩნევა, რომლებიც საქართველოს სხვა რეგიონებს ესაზღვრებიან და იქ სასაზღვრო ზონის დაცვის რეჟიმი მოქმედებს. ჩვეულებრივ, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, ვინც მუდმივად არ ცხოვრობენ ე.წ. სასაზღვრო ზონაში, იქ შესასვლელად სპეციალური ნებართვა სჭირდებათ, რასაც ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი გასცემს. ე.წ. სასაზღვრო ზონაში უნებართვოდ მოხვედრა ადამინისტრაციული სასჯელით ისჯება.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში, „სახელმწიფო საზღვრის“ სხვადასხვა მონაკვეთზე 185 სამართალდამრღვევი დააკავეს. მათგან 8-ს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევას ედავებოდნენ, 86-ს - სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის, ხოლო 91-ს სასაზღვრო რეჟიმის.
