რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი მელაძე და დიტო კორინთელი თითქმის ოთხთვიანი პატიმრობის შემდეგ ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს და 14 მარტს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 4 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 5 მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარება საქმედ იქცეს – ზახაროვა აგვისტოს ომზე
- 6 პაპუაშვილის თქმით, მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი განაჩენი „ელჩების სინდისზეა“
30 წლის დიტო კორინთელი და 36 წლის გიორგი მელაძე 2023 წლის 24 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში მდებარე, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოქცეული ეკლესიიდან გაიტაცეს. ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ ისინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ცნო დამნაშავედ და ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, 14 მარტს, დიტო კორინთელი და გიორი მელაძე „დადგენილი წესით გადასცეს საქართველოს ხელისუფლებას“.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.
„საკითხი მწვავედ იქნა დაყენებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატების ფარგლებში. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - განაცხადეს სუს-ში.
ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 6 მოქალაქე რჩება.
