რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 33 წლის მამაკაცმა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი დაარღვია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი სამართალდამცველებმა გასულ საღამოს, სოფელ არცევის ტერიტორიაზე პატრულირებისას დააკავეს. მამაკაცის ვინაობა დადგენილია - ის 1992 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქეა“, - ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დაკავებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს (კგბ) გადასცეს.
უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც.
სტანდარტულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს“.
სუს-ი ასევე აცხადებს, რომ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ „დესტრუქციულ ქმედებებზე“ პასუხისმგებლობას „საოკუპაციო ძალას“ აკისრებს.
დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში 11 პირი იმყოფება.
