ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა გაათავისუფლა საქართველოს მოქალაქე, 37 წლის გიორგი მოსიაშვილი, რომელიც 2023 წლის შემოდგომაზე დააკავეს და მას შემდეგ უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მოსიაშვილის „გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი“.
განცხადება გაავრცელა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმაც („კგბ“), სადაც ნათქვამია, რომ 2023 წლის ბოლოს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში მცოვრები გიორგი მოსიაშვილი ჯავის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, მოსიაშვილმა იმავე წლის 30 ოქტომბერს განზრახ გადაკვეთა „სახელმწიფო საზღვარი“ სინაგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და „ახორციელებდა წყლის ბიოლოგიური რესურსების უკანონო მოპოვებას (დაჭერას)“.
„2 ივლისს, სასჯელის ვადის ამოწურვის გამო, მოსიაშვილი გათავისუფლებული იქნა და დადგენილი პროცედურის შესაბამისად, ქართულ მხარეს გადაეცა“, - აცხადებს ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი.
ოკუპირებული ცხინვალის ციხეში, უკანონო პატიმრობაში, საქართველოს ცხრა მოქალაქე რჩება.
