რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გაათავისუფლეს საქართველოს მოქალაქე, სოფელ აძვის მცხოვრები ხვიჩა კორინთელი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
დე ფაქტო კომიტეტის ცნობით, 52 წლის ხვიჩა კორინთელი 24 ნოემბერს „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ გამო დააკავეს. მათივე მტკიცებით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კორინთელმა „სახელმწიფო საზღვარი“ განზრახ გადაკვეთა.
„კორინთელმა სრულად აღიარა ბრალი და მოინანია ჩადენილი. დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით და ჰუმანური შეხედულებებიდან გამომდინარე, იგი 5 დეკემბერს რესპუბლიკიდან გაძევებული იქნა“, - აცხადებს დე ფაქტო კომიტეტი.
საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 6 მოქალაქე. მათ შორის არიან 24 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან ხვიჩა კორინთელთან ერთად გატაცებული დიმიტრი კორინთელი და გიორგი მელაძე. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ისინი სოფლის ეკლესიიდან გაიტაცეს, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა მოქცეული.
ცხინვალის ციხეში რჩებიან ასევე ლაშა ხეთერელი, პეტრე კალაშნიკოვი, გიორგი დარჩიაშვილი და გიორგი მოსიაშვილი.
ლიახვის ხეობიდან დევნილი ლაშა ხეთერელი საოკუპაციო რეჟიმს უკვე მერვედ ჰყავს დაკავებული. ბოლოს ის 5 ივლისს ოკუპირებულ სოფელ დისევთან დააკავეს. მანამდე ხეთერელს ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში წელიწადზე მეტი აქვს გატარებული. მას ნათესავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავს. თვითონ 2008 წლის ომის შემდეგ შაუმიანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.
სოფელ პერევის მცხოვრები გიორგი მოსიაშვილი რუსმა სამხედროებმა 2023 წლის 31 ოქტომბერს სოფელ სინაგურის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.
დანარჩენი ორი დაკავებულის შესახებ დეტალური ინფორმაცია გასაჯაროებული არ არის.
