რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი ჩეჩნეთში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „სამხრეთ ოსეთის კულტურის დღეების“ ფარგლებში, დღეს და ხვალ დაგეგმილ ღონისძიებებში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა გაგლოევი უკვე მიიღო საკუთარ რეზიდენციაში, თუმცა ოფიციალური შეხვედრა, სადაც მხარეები ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს განიხილავენ, ხვალ არის დაგეგმილი.
გროზნოში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის კულტურის მინისტრი რადა ძაგოევაც იმყოფება, რომელიც ჩეჩნეთის კულტუტრის მინისტრს, რამზან კადიროვის შვილს, აიშათ კადიროვას შეხვდება.
მარტში, ოკუპირებულ ცხინვალში, ჩეჩნეთის კულტურის დღეები გაიმართა. მაშინ, ალან გაგლოევმა აიშათ კადიროვა „მეგობრობის ორდენით“ დააჯილდოვა „სამხრეთ ოსეთის და ჩეჩნეთის რესპუბლიკების ხალხებს შორის ურთიერთობების, მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი დიდი პირადი წვლილისთვის“.
ალან გაგლოევი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად ერთი წლის წინ, 2022 წლის მაისში გამართული ე.წ. არჩევნების შედეგად აირჩიეს.
