სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატები აპირებენ, ბელარუსის პარლამენტს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე მიმართონ. ამ წინადადებით 5 ივლისს, ე.წ. პარლამენტის სხდომაზე დეპუტატი ალან ტეხოვი გამოვიდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა. თუ ადრე მათ ხელს უშლიდა გარკვეული პოლიტიკური შედეგები, მათ შორის სანქციები, დღეს სანქციები უკვე არსებობს“, - განაცხადა ე.წ. დეპუტატმა და დაამატა, რომ ამაზე ბელარუსს დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც უნდა მიმართოს.
ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ, ალან ალბოროვმა საკითხის დამუშავება საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ზაზა დრიაევს დაავალა.
2022 წლის თებერვლის დასაწყისში ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს. იმავე წლის სექტემბერში ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე სეპარატისტული ხელისუფლების ხელმძღვანელებს შეხვდა.
დღეისთვის საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს და სირიას.
