წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები გააფრთხილა, საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, ამაღამ საცხოვრებელ სახლებს გაერიდონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
ჯვრის მცხოვრებლებმა შენიშნეს, რომ მდინარეში წყლის ნაკადი შემცირებული იყო. ადგილობრივებმა ივარაუდეს, რომ შესაძლოა, ხეობაში წყალი დაგუბდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხეობის ნაწილი აეროგადაღების კამერით დაათვალიერეს, თუმცა წალენჯიხის მერის, გიორგი ხარჩილავას ინფორმაციით, ხოკოს ხეობის ზედა ნაწილის დათვალიერება დაღამების გამო ვერ მოხერხდა. მისივე თქმით, ხვალიდან ტერიტორიის შესწავლაში სპეციალისტები ჩაერთვებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
8 სექტემბერს, ძლიერი წვიმის შედეგად გურიაში მეწყრული პროცესები განვითარდა, რასაც ერთი ხანდაზმულის და 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაინგრა რამდენიმე სახლი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი გურიის რამდენიმე სოფელი.
