ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია მუშაობს კანონმდებლობაზე, რომელიც სანქციებს დაუწესებს რუსეთთან ბიზნეს ურთიერთობების მქონე ნებისმიერ ქვეყანას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„როგორც იცით, ეს ჩემი წინადადება იყო. ასე რომ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან ბიზნეს ურთიერთობები აქვს, ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ აღმოჩნდება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ შესაძლოა ასეთი ქვეყნების სიას ირანიც დაემატოს.
2025 წლის აპრილში რესპუბლიკელმა ლინდსი გრეჰემმა და დემოკრატმა რიჩარდ ბლუმენტალმა სენატში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ მეორადი საქნციების შესახებ. კანონპროექტი ითვალისწინებს 500%-იანი ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებიც რუსულ ნავთობს, ბუნებრივ აირს ან ურანს ყიდულობენ.
გამოცემა Politico წერდა, რომ სანქციების შესახებ კანონპროექტს 80-ზე მეტი თანასპონსორი ჰყავს, რაც საკმარისი მხარდაჭერაა, ტრამპის მხრიდან წინააღმდეგობის დასაძლევად, თუმცა რესპუბლიკელები პრეზიდენტის მხრიდან აშკარა მხარდაჭერის გარეშე წინსვლას ერიდებიან.
ოქტომბერში სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა ჯონ ტუნმა, განაცხადა, რომ მზად იყო აღნიშნული კანონპროექტი კენჭისყრაზე დაეყენებინა.
