ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმთან „ძალიან პროდუქტიული საუბარი“ ჰქონდა და ის მექსიკის გავლით აშშ-ში მიგრაციის შეჩერებას დასთანხმდა. შეინბაუმის თქმით, მექსიკა მიგრაციის პრობლემის მოგვარებაზე აქამდეც მუშაობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
„იგი დათანხმდა შეაჩეროს მიგრაცია მექსიკის გავლით და შეერთებულ შტატებში, ჩვენი სამხრეთ საზღვარის ფაქტობრივად დახურვით“, - განაცხადა ტრამპმა ოთხშაბათს, მექსიკის პრეზიდენტთან სატელეფონი საუბრის შემდეგ.
შეინბაუმმა მას მალევე უპასუხა, რომ მექსიკის პოზიცია საზღვრების ჩაკეტვა არ არის.
„პრეზიდენტ ტრამპთან საუბარისას მას ავუხსენი კომპლექსური სტრატეგია, რომელსაც მექსიკა მიჰყვება მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად, ადამიანის უფლებების პატივისცემით“, - დაწერა მექსიკის პრეზიდენტმა პლატფორმა X-ზე.
როგორც მან აღნიშნა, მიგრანტების ქარავნები ჩრდილოეთ, ანუ აშშ-ის საზღვარს არ აღწევენ, რადგან მექსიკა მათზე ზრუნავს.
„ჩვენ ვიმეორებთ, რომ მექსიკის პოზიცია არის არა საზღვრების ჩაკეტვა, არამედ ხიდების აშენება მთავრობებსა და ხალხებს შორის“, - განაცხადა მექსიკის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა. შეინბაუმი ამ თანამდებობაზე ოქტომბერში აირჩიეს.
აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული დონალდ ტრაპის ადმინისტრაცია მუშაობას 20 იანვარს, ინაუგუტრაციის შემდეგ დაიწყებს. იმიგრაცია ტრამპის 2024 წლის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რა დროსაც ის ყურადღებას შიდა აღსრულებაზე ამახვილებდა. როგორც BBC-ი წერს, არჩევის შემდეგ, ტრამპმა გაიმეორა არალეგალი მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის შესახებ წინასაარჩევნო დაპირება, თქვა, რომ აპირებს ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და გამოიყენოს აშშ-ის სამხედროები თავისი გეგმის განსახორციელებლად. ტრამპის წინა ადმინისტრაციის ოთხი წლის განმავლობაში, დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანის დეპორტაცია მოხდა, როგორც საზღვრიდან, ისე აშშ-ს შიდა ტერიტორიიდან. BBC-ის თანახმად, სტატისტიკაა დაახლოებით იგივეა ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდშიც.
