პეკინში, ტიანანმენის მოედანზე სამხედრო აღლუმის დაწყებისთანავე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ის აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებას ახსენებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
„მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გასცეს, არის ის, ახსენებს თუ არა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი იმ უზარმაზარ მხარდაჭერასა და „სისხლს“, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთისთვის გაიღო, რათა დახმარებოდა მას ძალიან არამეგობრული უცხოელი დამპყრობლისგან თავისუფლების დაცვაში“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გამარჯვებისა და დიდებისკენ ჩინეთის სწრაფვაში ბევრი ამერიკელი დაიღუპა.
„იმედი მაქვს, რომ მათ სამართლიანად მიაგებენ პატივს და ემახსოვრებათ მათი მამაცობა და თავგანწირვა“, - ტრამპმა ჩინეთის ლიდერს და ჩინელ ხალხს „მშვენიერი დღესასწაული“ უსურვა, შემდეგ კი დასძინა:.
„გთხოვთ, გადასცეთ ჩემი ყველაზე თბილი მოკითხვა ვლადიმერ პუტინს და კიმ ჩენ ინს, რამდენადაც შეთქმულებას აწყობთ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ“.
ჩინეთის დედაქალაქში მასშტაბური სამხედრო აღლუმი იაპონიაზე გამარჯვების და მეორე მსოფლიო ომის დასრულების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა. ღონისძიებას 26 სახელმწიფოს მეთაურები დაესწრნენ, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი.

სხვა სტუმრებს შორის იყვნენ ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო.
