აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისგან მიიღო წერილი, რომელშიც ის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„დღეს მივიღე მნიშვნელოვანი წერილი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისგან. წერილში ნათქვამია: „უკრაინა მზადაა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე, რათა მოაახლოვოს გრძელვადიანი მშვიდობა. არავის უნდა მშვიდობა უკრაინელებზე მეტად“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა წერილში ასევე გაიმეორა, რომ კიევი ხელს მოაწერს შეერთებულ შტატებთან წიაღისეულის შეთანხმებას „ნებისმიერ მოსახერხებელ დროს“.
ტრამპის განცხადებით, ის აფასებს წერილის მიღებას და დაამატა: „ამავდროულად, ჩვენ სერიოზული მოლაპარაკებები გავმართეთ რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის“.
სამშაბათს, ჯერ კიდევ კონგრესში დონალდ ტრამპის გამოსვლამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის.
„მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, - თქვა ზელენსკიმ. მან აღიარა, რომ 28 თებერვალს, თეთრ სახლში გამართულმა შეხვედრამ „არ ჩაიარა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო“ და ამასთან დაკავშირებით სინანული გამოთქვა.
„სამწუხაროა, რომ ასე გამოვიდა. დროა, ყველაფერი გამოვასწოროთ. ჩვენ გვსურს, რომ შემდგომი თანამშრომლობა და კომუნიკაცია იყოს კონსტრუქციული“, - განაცხადა ზელენსკიმ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავ მზადაა წიაღისეულის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად.
ამ განცხადებებამდე, 3 მარტს, ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას დროებით შეუჩერა სამხედრო დახმარების მიწოდება.
