რუსეთი „ძალიან მძიმე შედეგების“ წინაშე აღმოჩნდება, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ალასკაში შეხვედრის შემდეგ უკრაინასთან ომს არ შეწყვეტს. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში განუცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
შეკითხვაზე, იქნება თუ არა რაიმე შედეგები პუტინისა და რუსეთისთვის, თუ რუსეთის პრეზიდენტი 15 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ ომს არ შეწყვეტს, ტრამპა უპასუხა: „დიახ, იქნება. იქნება შედეგები“.
რეპორტიორმა იკითხა, შედეგებში სანქციები იგულისხმებოდა, თუ ტარიფების დაწესება, რაზეც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა: „არ მჭირდება ამის თქმა. ძალიან მძიმე შედეგები იქნება“.
ამასთან, ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ პუტინთან შეხვედრა წარმატებული იქნება. როდესაც ჰკითხეს, სჯერა თუ არა, რომ შეუძლია რუსეთის პრეზიდენტის დარწმუნება, შეწყვიტოს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა, მან უპასუხა: „ვფიქრობ, პასუხი არის არა. რადგან მე ეს საუბარი უკვე მქონდა“.
ტრამპმა დასძინა, რომ თუ პუტინთან შეხვედრა კარგად ჩაივლის, სურს მეორე შეხვედრა თითქმის მაშინვე გამართოს სამი მხარის - ვაშინგტონის, მოსკოვისა და კიევის მონაწილეობით.
„თუ სასურველ პასუხებს ვერ მივიღებ, მეორე შეხვედრა აღარ იქნება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 15 აგვისტოს ალასკის ქალაქ ანკორიჯში, აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე შეხვდებიან.
რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებამდე, 13 აგვისტოს, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს ონლაინ-სამიტზე ესაუბრა. როგორც NBC News-ი წერს, ტრამპმა მათ უთხრა, რომ რუსეთის ლიდერთან უკრაინის ტერიტორიის გაყოფის საკითხის განხილვას არ აპირებს და მხოლოდ ეცდება, ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს.
