ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, არ სჯერა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის „დიქტატორი“ უწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
ამის შესახებ ტრამპმა 27 თებერვალს, თეთრ სახლში, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე ვთქვი ეს? ვერ ვიჯერებ, რომ ამას ვიტყოდი. შემდეგი შეკითხვა“, - ასე უპასუხა ტრამპმა BBC-ის რეპორტიორს, რომელმაც ჰკითხა, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ზელენსკი „დიქტატორია“.
დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ 19 თებერვალს, პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში უწოდა, რითაც უკრაინის პრეზიდენტის „არალეგიტიმურობის“ შესახებ რუსეთის ხელისუფლების ცრუ ნარატივი გაიმეორა.
როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს რამდენიმე დღის შემდეგ ჰკითხეს, უწოდებს თუ არა „დიქტატორს“ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ტრამპმა თქვა, რომ ამ სიტყვას მარტივად არ იყენებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში პარასკევს, 28 თებერვალს ჩავა და მოსალოდნელია, რომ დონალდ ტრამპთან ერთად წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელს. ტრამპის შეფასებით, ეს იქნება „ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება ორივე მხარისთვის“.
„ხვალ მშვიდობისკენ პროგრესი გაგრძელდება, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი ეწვევა თეთრ სახლს... ჩვენ ხელს მოვაწერთ ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის განვითარებაში მთავარ პარტნიორად აქცევს...
ამერიკელი გადასახადის გადამხდელები ახლა რეალურად აინაზღაურებენ ფულს და ასობით მილიარდ დოლარს, რომელიც დაიხარჯა უკრაინის თავდაცვის დასახმარებლად“, - განაცხადა ტრამპმა.
