ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, თეთრ სახლში, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 ახობაძის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანილი იყო ნერწყვი
შეხვედრის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სომხეთის მთავრობამ დაადასტურა. პრესსამსახურის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონს 7-8 აგვისტოს ეწვევა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ორმხრივი შეხვედრა სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას მიეძღვნება. ასევე, პრესსამსახურის თანახმად, ფაშინიანი დონალდ ტრამპსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართავს სამმხრივ შეხვედრას, რომლის მიზანიც რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა შესაძლოა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გამოცხადებით დასრულდეს.
სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას 2023 წლიდან ცდილობენ. 2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ეთნიკური სომხებით დასახლებულ რაიონებში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო, რაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების კაპიტულაციით დასრულდა და ბაქომ ყარაბაღის ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა.
2025 წლის მარტში მხარეები სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე შეთანხმდნენ. აზერბაიჯანულმა მხარემ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მთავარ პირობად დაასახელა სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა „აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პრეტენზიების აღმოფხვრის მიზნით“. სომხეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური საკითხი არ უნდა იყოს დაბრკოლება სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის.
ივლისში, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ერთმანეთს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში, აბუ-დაბიში შეხვდნენ და მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა მაშინ არანაირი გადაწყვეტილება არ გამოუცხადებიათ.
