ტყიბულელი მეშახტეები კომპანია „საქნახშირის“ ხელმძღვანელობას სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„არჩევნებამდე ვიყავი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი. გამომიგზავნეს პიროვნებები და იყო დაშინება - შენს თავს თუ არ უფრთხილდები, შენი ძმა და რძალიც დასაქმებული არიან ამ კომპანიაში, მათ გაუფრთხილდიო. მუქარა სამივეზე შეასრულეს. ეს არის ჩემი ოჯახის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური რეპრესია“, - განაცხადა გიორგი აბულაძემ. მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გუშინ საღამოს აცნობეს.
კიდევ ერთი მეშახტე ხვიჩა გაბუნია ამბობს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი Facebook-ში გამოქვეყნებული პროევროპული აქციების მხარდამჭერი პოსტები გახდა.
„რა თქმა უნდა, ეს მოხდა ჩემი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე. ძალიან ბევრი პოსტი მქონდა დაწერილი, რომ ჩვენი, მეშახტეების გზა არის ევროპისკენ, ცივილიზაციისკენ“, - აღნიშნა გაბუნიამ.
როგორც ის ამბობს, კომპანიის დირექტორის, მიხაილ სოცკის დავალებით, მეშახტეებს ადგილობრივი კადრი, გიორგი ბაბუხადია აშანტაჟებს და სამსახურიდან ათავისუფლებს.
„რამდენმჯერმე დამიბარა კაბინეტში და მითხრა, რომ მსგავსი რაღაცების დაწერას თავი დაანებე, თორემ პირადად ვიძიებ შენზე შურსო. ეს გამიმეორა რამდენიმე მეშახტესთან ერთადაც“, - განაცხადა ხვიჩა გაბუნიამ. მისი ინფორმაციით, „საქნახშირს“ ამ ეტაპზე ასამდე თანამშრომელი ჰყავს გათავისუფლებული.
„საქნახშირში“ ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ იუწყება, კომპანიის წარმომადგენლებმა მათთან პირად საუბარში უარყვეს თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, ასევე, განმარტეს, რომ მხოლოდ 30 თანამშრომელთან აწარმოებენ გადამზადებაზე მოლაპარაკებებს და თუ ისინი გადამზადებას არ დათანხმდებიან, ამის შემდეგ მოუწევთ სამსახურის დატოვება.
„საქნახშირი“, რომელსაც რუსეთის მოქალაქე მიხაილ სოცკი ხელმძღვანელობს, საქართველოში ქვანახშირის მომპოვებელი ერთადერთი კომპანიაა. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს „საქნახშირმა“ 146 136 ტონა ქვანახშირის რეალიზაცია მოახდინა და შემოსავლის სახით 25 327 742 ლარი მიიღო.
