„ქართული ოცნების“ მთავრობის კულტურის მინისტრმა, თიკა რუხაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც მან სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
„პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა.
ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას.
კულტურა არის სფერო, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვს. ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დავუთმო იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია“, - წერია განცხადებაში.
თიკა რუხაძე კულტურის მინისტრის პოსტზე 2024 წლის 18 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაინიშნა.
მისი ქონებრივი დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ იგი ფლობს ძვირადღირებულ აქტივებსა და ნივთებს. მათ შორისაა მინისტრად დანიშვნის წინა დღეს - 2024 წლის 17 ოქტომბერს, 8100 ევროდ (დაახლოებით 23 949 ლარად) შეძენილი ძვირადღირებული ჩანთა.
