აზერბაიჯანული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ „3+3“ ფორმატის ფარგლებში სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები, 23 ოქტომბერს, თეირანში შეხვედრას გამართავენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
„3+3“ ფორმატის შეხვედრა რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 20 ოქტომბერს, სატელეფონო საუბრისას განიხილეს. მოსკოვის განცხადებით, მხარეებმა პლატფორმის აქტიურობასთან დაკავშირებით პოზიციები შეაჯერეს და კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო თეირანში სხვა რეგიონულ ძალებთან ერთად „3+3“ ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამ ფორმატში ერთი შეხვედრა ქართული მხარის გარეშე უკვე გაიმართა. 2021 წლის დეკემბერში, მოსკოვში, რეგიონალური საკითხები სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა განიხილეს.
„3+3“ ფორმატის შექმნის ინიციატივა მთიანი ყარაბაღის 2020 წლის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოაცხადა. ერდოღანის თქმით, მუდმივი მშვიდობა შესაძლებელია სამხრეთ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებსა და ხალხს შორის უსაფრთხოებაზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრომლობით.
