თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული კაცი დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი ცოლი, 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო.
დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დააკავეს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
გასულ წელს საქართველოში 21 ქალი მოკლეს, 19-ის მკვლელობა სცადეს. 2014-2022 წლებში, ჩადენილია 186 ქალის მკვლელობა. ოჯახური ნიშნით 92 ქალი მოკლეს, ხოლო სხვა მოტივით - 94. ამავე პერიოდში რეგისტრირებულია ქალის მკვლელობის მცდელობის 129 შემთხვევა, მათ შორის, ოჯახური ნიშნით - 79, ხოლო სხვა მოტივით - 50
