თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების მასობრივად დარღვევას ეხებოდა. საია თბილისის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 4 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 5 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
- 6 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
„საქმე განიხილა გამოსაცდელ ვადაში მყოფმა, ახლახანს დანიშნულმა მოსამართლემ. მას ჰქონდა შანსი, საზოგადოებისათვის დაებრუნებინა ხმის ფარულობის უფლება და სასამართლოს მიმართ ნდობა. მან ეს შანსი არ გამოიყენა.
სასამართლოს მიერ საქმის სრულყოფილად გამოკვლევის ინტერესი რომ არ არსებობდა, ეს თავიდანვე გამოჩნდა, როდესაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი ორი მნიშვნელოვანი შუამდგომლობა - დაეთვალიერებინა შემთხვევითი შერჩევით უბნების დალუქული ბიულეტენები და საქმეში მესამე პირად ჩაერთო ცენტრალური საარჩევნო კომისია“, - ნონა ქურდოვანიძის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
საიას სარჩელები არ დააკმაყოფილეს არც სხვა ქალაქებში მდებარე პირველი ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეებმა, რომლებმაც ანალოგიური საქმეები უკვე განიხილეს. ნონა ქურდოვანიძის თქმით, „ჯერ-ჯერობით შედარებით საინტერესოდ მიმდინარეობს მოვლენები თეთრიწყაროს სასამართლოში“, სადაც მოსამართლე ბიულეტენებს დათვალიერებას აპირებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გასულ კვირაში 73 საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა საჩივრებით და ყველა იმ 2263 უბანის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ არჩევნებზე ხმის ფარულობის უფლება მასობრივად დაირღვა - ბიულეტენების უკანა მხარეს გაფერადებული წრის კვალი რჩებოდა. გარდა ამისა, თითქმის ყველა უბანზე დამონტაჟებული იყო „ქართული ოცნების“ კამერები, რომელიც მიმართული იყო ხმის მთვლელი/მიმღები აპარატისკენ. 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიამ, საიას შეფასებით, შაბლონური დასაბუთებით არ დააკმაყოფილა საჩივრები. მათ პასუხისმგებლობა ამომრჩეველზე გადაიტანეს და განაცხადეს, რომ შესაბამისი წესების დაცვის შემთხვევაში ხმის ფარულობა დაცული იქნებოდა.
საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებები საიამ 24 რაიონულ და საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელების დაკმაყოფილება ხელახალი არჩევნების ჩატარებას გამოიწვევს.
