თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
2012 წლის სექტემბერის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, „ქართული ოცნება“ ლაშა გოგნიაშვილს, რომელიც მაშინ ქარელის პოლიციის უფროსი იყო, პარტიის ქარელის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ბერუაშვილისა და მისი თანამოაზრეების მიმართ დევნაში ადანაშაულებდა. კერძოდ, სოზარ სუბარი აცხადებდა, რომ გოგნიაშვილი ბერუაშვილს იარაღის ჩადებით დაემუქრა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ლაშა გოგნიაშვილი ქუთაისის და ბათუმის პოლიციის უფროსი, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების უფროსი იყო, მუშაობდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედაც, 2024 წლის მარტის ბოლოდან კი, გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.
დღეს, 7 აპრილს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა წარუდგინა. ლაშა გოგნიაშვილმა სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გადაიყვანეს.
