საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის დეპუტატებს, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს, ასევე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეებს, უმაღლესი საბჭოს წევრებს, მთავრობის წევრებსა და მათ მოადგილეებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ. უქმდება პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ ნარკოტესტის ჩაბარების ვალდებულებაც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 2 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 5 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 6 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების მოხმარება და სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდება აღარ იქნება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ყურადღება საკანონმდებლო ცვლილებების იმ ნაწილზე გაამახვილა, რომელიც დეპუტატობის კანდიდატისთვის ნარკოტესტის ჩაბარების ვალდებულების მოხსნას გულისხმობს.
„მგონია, რომ ამ საკითხზე იქნება საყოველთაო კონსენსუსი იქიდან გამომდინარე, რომ მართლაც შეურაცხმყოფელი ფორმაა, როდესაც საპარლამენტო სიაში მოხვედრის მსურველებმა უნდა გაიარონ ნარკოტიკული შემოწმება. როგორც კი ერთი კითხვა დაისმება, პირველი გავვარდები და თმის ღერს ჩავაბარებ“, - უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
საკნონმდებლო ცვლილებებს მიესალება პარტია „გირჩი“. „აქამდე დეპუტატის და სხვადასხვა თანამდებობის პირების შარდის სიწმინდე მოწმდებოდა და ჩვენი კოლეგები ამაზე ხშირად აპელრებდნენ ხოლმე. ეს დისკუსია რომ მოიხსნას, როგორც ჩანს, „ქოცებმა“ კანოპროექტის შემოტანა გადაწყვიტეს“, - განცხადა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია ნარკოლოგიური შემოწმების გავლაში პრობლემას ვერ ხედავს. როგორც ის ამბობს, „ნარკოტესტი, მათ შორის, არის საზოგადოებისთვის შესაძლებლობა, იცოდეს სახელმწიფო მოხლეების შესახებ ინფორმაცია, განსაკუთრებით პარლამენტში“.
მოქმედი კანონმდებლობით, ზემოთჩამოთვლილი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ დადგენილ ვადაში ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ და შესაბამისი ცნობა მისი გაცემიდან 3 დღის ვადაში ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინონ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.
