15 ივლისიდან ტაილანდში ტურისტული მიზნით ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში სავიზო განაცხადის შევსება აღარ მოუწევთ - ისინი ქვეყანაში შესვლას და 60 დღემდე დარჩენას უვიზოდ შეძლებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
ტაილანდმა 60-დღიანი უვიზო მიმოსვლა 93 ქვეყნისთვის შემოიღო, მათ შორის არიან საქართველო, თურქეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ფინეთი, ესპანეთი.
ტაილანდში უვიზოდ შესვლისთვის, როგორც წესი, ერთადერთი საჭირო საბუთია პასპორტი, რომელსაც ტაილანდში ჩასვლის დღიდან მოქმედების არანაკლებ 6 თვიანი ვადა უნდა ჰქონდეს დარჩენილი. თუმცა, მესაზღვრეს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციაც:
- 60 დღის განმავლობაში უკან დასაბრუნებელი ბილეთი;
- საკმარისი ფინანსები (20 000 ტაილანდური ბატი (დაახლოებით 1500 ლარი) ერთ ადამიანზე, ან 40 000 ბატი ოჯახის შემთხვევაში);
- ქვეყანაში დროებითი საცხოვრებლის დამადასტურებელი საბუთი (მაგ. სასტუმროს ჯავშანი).
60 დღეზე ხანგრძლივი მოგზაურობისთვის ან არატურისტული მიზნებისთვის საქართველოს მოქალაქეებს კვლავ დასჭირდებათ ვიზის აღება. ვიზა გაიცემა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ტაილანდის სამეფოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
