სვანეთში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ტურისტი, 34 წლის ქალი დაიღუპა. მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ის უშგულის თემში ჯგუფთან ერთად თხილამურებით სრიალებდა, რა დროსაც ზვავში მოჰყვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
გარდაცვლილი ქალი ადგილობრივმა გიდმა იპოვა, რის შემდეგაც ცხედარი ვერტმფრენით ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. ზვავის ჩამოწოლის შედეგად ტურისტების ჯგუფის დანარჩენი სამი წევრი არ დაშავებულა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, დაღუპული ესპანეთის მოქალაქე იყო.
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.
