სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში რძის გადამამუშავებელი ოთხი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ამოღებული და დალუქულია დიდი რაოდენობით რძე და რძის ნაწარმი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 3 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 4 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 5 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
- 6 ირაკლი რუხაძის თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ გაყიდა
დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ შემდეგ მეწარმეებს:
- ფიზიკური პირი გ. კ. მისამართი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. რატევანი. ამოღებული და დალუქულია 150 ლიტრი რძე.
- ფიზიკური პირი ც. მ. მისამართი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი სოფ.რატევანი. ამოღებული და დალუქულია 530 ლიტრი რძე და 100 კილოგრამი სულგუნი.
- ფიზიკური პირი ც. მ. მისამართი: ბოლნისი, გრიგოლ ხანძთელის N11; ამოღებული და დალუქულია 500 ლიტრი რძე, 200 კილოგრამამდე ყველი და ნადუღი, 100 კილოგრამამდე სულგუნი, 40 ლიტრი -მცენარეული ცხიმი; 5 ტომარა რძის ფხვნილი(125 კგ).
- ფიზიკური პირი პ. ა. მისამართი: ბოლნისი სოფ: რატევანი. ამოღებული და დალუქულია 400 ლიტრი რძე და 70 კილოგრამი სულგუნი.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ოთხივე საწარმო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და შესაბამისი აღიარების გარეშე მუშაობდა.
„ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია და სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი აღიარება, ნიშნავს, რომ წარმოება შესაბამისი სტანდარტებით ხორციელდება. თუმცა, გამოწვევად რჩება არარეგისტრირებული წარმოება, რომელთა გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზრის მუდმივ კონტროლს ახორციელებს“, - აცხადებენ სააგენტოში.
ოფიციალური მონაცემებით, დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი 251 ბიზნესოპერატორია რეგისტრირებულია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს 36 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინა.
