თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ყაზახეთის მოქალაქის, არიფ ისმაილოვის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე საბერძნეთის საზღვართან, ედირნეში დააკავა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 კობახიძე დიუშენის წამლებზე: „ხალხის ფულით“ „ფარმაცევტული მაფია“ არ უნდა გავამდიდროთ
- 5 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
ტრაგედია სტამბოლის ბეიოღლუსა და ფათიჰის რაიონების საზღვარზე მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება მხარეებს შორის ქუჩაში, შემთხვევითი შელაპარაკებით დაიწყო, რაც მალევე ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირებისას საქართველოს მოქალაქეებმა 32 წლის არიფ ისმაილოვს, რომელიც კურიერად მუშაობდა, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დანაშაულის ჩადენისთანავე დაიწყო. სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილების ვინაობა და მათი გადაადგილების მარშრუტი დაადგინეს.
თურქული გამოცემა Hürriyet-ის ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ სტამბოლი დატოვეს და ქვეყნიდან უკანონოდ გასვლას ცდილობდნენ. ისინი ედირნეს პროვინციაში, საბერძნეთის საზღვართან ახლოს, ჟანდარმერიის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აყვანეს.
დაკავებულებს ედირნეში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ, რის შემდეგაც ჟანდარმერიამ ისინი ეტაპირებით სტამბოლის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანა. ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეები პატიმრობაში იმყოფებიან და მათ წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.
თურქული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანაც ნივთმტკიცების სახით უკვე ამოიღო. მოკლული არიფ ისმაილოვის ცხედარი კი ექსპერტიზის შემდეგ ყაზახეთში გადაასვენეს.
