ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები დღეს, 5 ნოემბერს, სპორტის სასახლის ნაცვლად, 15:00 საათზე სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩაინიშნა არასამთავრობოების საჩივრების განხილვა, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით.
მას შემდეგ, რაც გუშინ, მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა თეთრიწყაროში, მნიშვნელოვანია დღეს, 3 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მივიდეთ და მოვითხოვოთ სამართლიანი განხილვა - ყველგან!
შესაბამისად, ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით 3 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან. მის: გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა (დიღომი)“, - წერს Facebook-ზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა სპორტის სასახლესთან შეკრება და „წინააღმდეგობის მსვლელობის“ მოწყობა გუშინდელ აქციაზე დააანონსეს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 17 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგები გაუქმდა.
„ყველასთვის ცნობილია და სასამართლო სხდომის დარბაზშიც ნახეთ, რომ საარჩევნო უბნებზე ხმების ფარულობა დაცული ვერ იყო. არ უნდა არსებობდეს რაიმე, თეორიული შანსიც კი, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც არის ხელისუფლების წყარო, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების წყარო, მან გარანტირებულად უნდა იცოდეს, ყოველგვარი საფრთხის შეფასების და სხვა მანიპულაციების გარეშე, რომ მისი არჩევანი იქნება თავისუფალი, ფარული და თავისუფალი ნების გამოხატვა მოუწევს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ფარულობასთან დაკავშირებით და
სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სხდომაზე ჩატარებული მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით, ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის, ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა“, - განაცხადა მოსამართლე ხუჭუამ.
ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ამასთან, ცესკომ უკვე გაასაჩივრა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიას ამავე ოლქში შემავალი 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა დაევალა.
