შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და „რობოკოპები“ რუსთაველის გამზირს მომიტინგეებისგან წმენდენ. მათ წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებენ, მობილზებულია წყლის ჭავლის მანქანები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
შსს-ს ნიღბიანი თანამშრომლები მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებენ. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა ადვოკატი ბექა ბასილაია.
აქციის მონაწილეები მედიასთან ამბობენ, რომ არ დაიშლებიან. ისინი ნაგვის ურნების, სკამების და სხვადასხვა ნივთის გამოყენებით ბარიკადების აგებას ცდილობენ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შსს-ს დანაყოფებს მიმართა, მოქალაქეებზე ხელი არ აწიონ. მისი თქმით, არაფერი ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში ისეთ, რაც მათ ჩართულობას და დარბევას მოითხოვს.
„პასუხისმგებლობა არის მხოლოდ თქვენი და თქვენი უფროსების. იმათმაც ამაზე იფიქრონ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მეორე დღეა მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლის ბოლომდე შეჩერების შესახებ. საპროტესტო აქციები იმართება რეგიონებშიც.
