სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიორგი შარვაშიძე დაინიშნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
2016 წლის ივლისიდან ოთხი წლის განმავლობაში სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი საგანელიძე იყო. 2021-22 წლებში ელჩის მოვალეობას ირაკლი კვანჭახაძე ასრულებდა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა და სამომავლოდ, საქართველოსა და სომხეთს შორის სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოითქვა.
გიორგი შარვაშიძე რექტორის თანამდებობიდან 2022 წლის 7 ოქტომბერს გადადგა. ის წერდა, რომ მისი მომავალი საქმიანობა საერთაშორისო ურთიერთობებს უკავშირდებოდა. თსუ-ს რექტორად ის პირველად 2016 წელს აირჩიეს, მეორედ კი 2020 წლის აგვისტოში. მას უფლებამოსილების ვადა 2024 წელს ეწურებოდა. რექტორის თანამდებობიდან მისი გადადგომა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რის გამოც 2022 წლის აპრილში სტუდენტებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს. სტუდენტები ასევე ითხოვდნენ რექტორის არჩევის წესის შეცვლას, უნივერსიტეტის ბიუჯეტის აუდიტის ჩატარებას და საერთო საცხოვრებლის აშენებას.
გიორგი შარვაშიძეს სადისერტაციო ნაშრომის პლაგიატში ადანაშაულებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი. შარვაშიძეს დისერტაცია სულხან-საბას უნივერსიტეტში 2003 წელს აქვს დაცული. ამ უნივერსიტეტის სამართალმემკვიდრემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა პლაგიატის ფაქტი დაადასტურა. შარვაშიძე პლაგიატს უარყოფდა.
2022 წლის ბოლოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ახალ რექტორად, ოთხი წლის ვადით, „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ჯაბა სამუშია აირჩია. მას ამ არჩევნებში კონკურენტი არ ჰყოლია.
